მდგომარეობა, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, გვიჩენს განცდას, რომ მან შესაძლოა, დიდხანს ვერ იცოცხლოს - უკრაინის ომბუდსმენი
ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინის ომბუდსმენთან - დმიტრო ლუბინეცი დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებთან" ამბობს, რომ საქრთველოს იუსტიციის მინისტრი მის მიერ გაგზავნილ არცერთ წერილზე არ რეაგირებს.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება მას უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილთან 15 წუთით მაინც დაუშვებს, ის ხვალვე გადმოფრინდება საქართველოში და მოინახულებს "ვივა-მედში" მყოფი პატიმრის მოსანახულებლად.
მე რამდენჯერმე მივმართე იუსტიციის სამინისტროს, ეს გავაკეთე, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავლით, ეს იყო ოფიციალური წერილი, ასევე პირდაპირ, როგორც სახალხო დამცველმა მივმართე იუსტიციის მინისტრს, ამის გარდა მე დამოუკიდებელი წერილი გავგზავნე საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს. მქონდა შესაძლებლობა, ტელეფონით გავსაუბრებოდი. იყო პირადი შეხვედრა თურქეთში, მერე სტრასბურგში, მე ორივე შეხვედრაზე დავაყენე ეს საკითხი. ვთხოვე მასაც, რომ დამეხმაროს შევხვდე ფიზიკურად მიხეილ სააკაშვილს, რაც მთავარია მინდა, ჩემი თვალით ვნახო, რა მდგომარეობაში უკრაინის მოქალაქე, იმიტომ რომ ის ინფორმაცია რაც ცრცელდება - ვიდეო კადრები ან ფოტო მასალა, ვაკვირდებით როგორ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები ეს ქმნის განგაშის საფუძველს"- ამბობს დმიტრო ლუბინეცი.
უკრაინის სახალხო დამცველის თქმით, უკრაინის სურვილი არ არის სასამართლო გადაწყვეტილებაში ან საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს. დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, მდგომარეობა, რომელშიც უკრაინის მოქალაქე იმყოფება, აჩენს განცხას, რომ სააკაშვილი დიდხანს ვერ გაძლებს.
მკაფიოდ ვამბობ: ჩვენ არ გვაქვს სურვილი ჩავერიოთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქართველოს შიდა საქმეებში, მაგრამ ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ჩვენ გვიჩენს აღქმას რომ შესაძლოა სააკაშვილმა დიდხანს ვეღარ იცოცხლოს რადგან მას სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და იმ მანდატის თანახმად, რომელიც მე გამაჩნია გთხოვთ, მომცეთ სააკაშვილის ნახვის საშუალება.
ინტერვიუ სრულად ნახეთ tvpirveli- ის ოფიციალურ youtube არხზე