მიხეილ სააკაშვილის კადრებმა ევროპის დღის წესრიგი ამოატრიალა - მწვავე გზავნილები სტრასბურგიდან

02.02.23 20:26
მიხეილ სააკაშვილის კადრებმა ევროპის დღის წესრიგი ამოატრიალა - მწვავე გზავნილები სტრასბურგიდან

მიხეილ სააკაშვილის კადრებმა ევროპის დღის წესრიგი ამოატრიალა - სტრასბურგში საგანგებოდ ჩანიშნული დებატები პირდაპირი დადასტურებაა, რომ ევროკავშირის რეაქცია უმკაცრესი იქნება.

"ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ჰქონდათ ფორმალური დემარში საქართველოს იუსტიციის მინისტრთან სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო" - აცხადებს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.

ევროპარლამენტარების ღია  გზავნილების და პირდაპირი მოთხოვნების  ერთადერთი ადრესატი ქართული ოცნებაა.   ევროდეპუტატებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს საქართველოს მთავრობას, რომ ქვეყნის პრეზიდენტის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი სწორედ ხელისუფლებაა.

ოპოზიციონერი ლიდერის სიკვდილამდე წამება მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს. ეს უკვე მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებაა. სრულიად დასავლეთი კონსოლიდირებულია სააკაშვილის გადარჩენისთვის.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ  ახლა ქვეყნის ევროპული მომავალი სააკაშვილის სიცოცხლეზე გადის. ამ  ხელისუფლება  ევროპარლამეტარებს სპექტაკლის მოწყობაში ადანაშაულებს. 

 

მსგავსი სიახლეები