უსმენენ თუ არა ფარულად სააკაშვილს პალატაში? - ზურაბ ჩხაიძის სკანდალური განცხადება

02.02.23 20:33
უსმენენ თუ არა ფარულად სააკაშვილს პალატაში? - ზურაბ ჩხაიძის სკანდალური განცხადება

უსმენენ თუ არა ფარულად მიხეილ სააკაშვილს "ვივა მედის" პალატაში? - ზურაბ ჩხაიძის სკანდალური განცხადება.  კლინიკის დირექტორი  ამტკიცებს, რომ პაციენტი  კვებასთან დაკავშირებით მითითებებს მარიამ ჯიშკარიანისგან  იღებს და თავს განზრახ იმძიმებს. ჩხაიძე ირწმუნება, რომ ამის მტკიცებულებები აქვს. ჩნდება კითხვა, საიდან იცის "ვივა მედის" ხელმძღვანელმა ვის და რაზე ელაპარაკება სააკაშვილი პალატაში. 

"ვივა მედის" დირექტორმა  ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელს უმძიმესი ბრალდებები წაუყენა. ჩხაიძე ამტკიცებს, რომ ჯიშკარიანი სააკაშვილის წონის კლებით არის დაინტერესებული და ამას მიზანმიმართულად უწყობს ხელს.  

"ვივა მედის"  კლინიკურმა დირექტორმა ცეცხლი  ცენტრ ემპათიის სპეციალისტებს  იმ დროს გაუხსნა,  როცა სასამართლო პროცესები  უკვე  დასრულებისკენ მიდის.   მოუწევს თუ არა სხდომაზე მოწმის სტატუსით  მისვლა რატი ბრეგაძეს? იუსტიციის მინისტრს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები იბარებენ.

 

მსგავსი სიახლეები