ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის“ კანონზე დასკვნას 10-11 მარტს გამოაქვეყნებს
ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის შესახებ საქართველოს კანონპროექტზე დასკვნას 10-11 მარტს, 134 სესიის ფარგლებში გამოაქვეყნებს - ამის შესახებ "პირველებს" ევროსაბჭოს პრესამსახურიდან აცნობეს.
საქართველოს პარლამენტს ეს კანონპროექტი ორი მოსმენით აქვს მიღებული. ის „უკრაინულ მოდელს“ ეფუძნება.
„დეოლიგარქიზაცია“ ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობიდან ერთ-ერთია და კანონის მიღებამდე ევროკავშირის წარმომადგენლებმა მმართველ პარტიას მიმართეს მისი ვენეციის კომისიაში გაგზავნის რეკომენდაციით.
„ოცნება“ აცხადებდა, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ვენეციის კომისიას არ გაუგზავნიდა, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და 1-ელ დეკემბერს მოსაზრებისთვის ვენეციის კომისიას მიმართა.