პოლიტიკური პარტიების კრახი - ქვეყნის მოსახლეობის 39% არცერთ პარტიას არ ენდობა

02.02.23 20:48
პოლიტიკური პარტიების კრახი - ქვეყნის მოსახლეობის 39% არცერთ პარტიას არ ენდობა

პოლიტიკური პარტიების სრული კრახი - ქვეყნის მოსახლეობის 39% არცერთ პარტიას  არ ენდობა.  ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ  გამოაქვეყნებული კვლევის შედეგები იმის დადასტურებაა, რომ პოლიტიკური სპექტრი ამ ქვეყანაში უმძიმეს მდგომარეობაშია.  

პარტიების ნდობის მაჩვენებელი იმდენად დაბალია, რომ ეს კვლევა გახდა გამონაკლისი, როცა მკვლევარებმა კითხვაც კი არ დასვეს ვის დაუჭერდნენ მოქალაქეები  მხარს,  ხვალ რომ არჩევნები იყოს. 

25 პროცენტით ლიდერობს "ქართული ოცნება", გაზრდილია   მთავრობის, პარლამენტისა და პრეზიდენტის  რეიტინგები, თუმცა გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ხელისუფლების მოქმედებები ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით არასაკმარისია.

მკვეთრად გაუარესებულია ოპოზიციური პარტიების მაჩვენებელი. პირველად ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ ანტირეკორდი მოხსნა. "ნაციონალურ  მოძრაობას" გამოკითხულთა მხოლოდ ექვსი პროცენტი უჭერს მხარს. ეს არის ბოლო წლებში პირველი  შემთხვევა, როცა ოპოზიციური პარტიების ჯამური მონაცემები "ქართული ოცნების" რეიტინგზე მეტი არ არის.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ნუმბაძის სიუჟეტში

 

მსგავსი სიახლეები