ხალხი შიმშილის ზღვარზე - ციფრებში ასახული უმძიმესი რეალობა

02.02.23 20:54
ხალხი შიმშილის ზღვარზე - ციფრებში ასახული უმძიმესი რეალობა

ხალხი საქართველოში პრაქტიკულად შიმშილობს - პირველად ქვეყნის მოსახლეობა ნომერ პირველ პრობლემად  პროდუქტის გაძვირებას ასახელებს. საგანგაშო რეალობა NDI-ის კვლევაში აისახა, სადაც მოქალაქეებმა თქვეს, რომ  არ აქვთ ფული საკვების და მედიკამენტების შესაძენად.  

სწორედ ამიტომ   ყოველ  მეხუთე გამოკითხულს ქვეყნიდან გაქცევის სურვილი აქვს, ასევე  ყოველი მეხუთე ამ ქვეყანაში  უმუშევარია, ყოველი მესამე ახალგაზრდა კი ემიგრაციაში წასვლასა და იქ მუშაობაზე ოცნებობს

ციფრებში ასახული უმძიმესი რეალობა "პირველებმა" ქუჩაში გადაამოწმა. აქ სურათი კიდევ უფრო საგანგაშოა.

ადამიანები  გადარჩენისთვის იბრძვიან და უკვე აღარ ერიდებიან საჯაროდ თქვან, რომ ოცნებად ექცათ ყველი და  ხორცი, რომლებსაც თვეებია ვერ ყიდულობენ. თვითდასაქმებული მოქალაქეები  ქუჩაში ღამეებს ათენებენ, რომ როგორმე ოცი ლარი მაინც მიიტანონ სახლში და ოჯახი შიმშილით სიკვდილს გადაარჩინოს.

 

 

მსგავსი სიახლეები