ბილწსიტყვაობის კამპანია მეოცნებე ქალი დეპუტატებისგან - ამორალური კამპანიის ავტორები დღეს იმალებიან

02.02.23 21:01
ბილწსიტყვაობის კამპანია მეოცნებე ქალი დეპუტატებისგან - ამორალური კამპანიის ავტორები დღეს იმალებიან

უხამსი პოსტები წაშლილია, ტექსტების ავტორები და გამზიარებლები კი "პირველების" კამერას ემალებიან. ბილწსიტყვაობის კამპანია გურული ქალი დეპუტატების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად დაიწყო.

ჩნდება განცდა, რომ პროცესი მართული იყო და ადგლობრივი თვითმართველობის მაღლჩინოსნები პარტიულ დავალებას ასრულებდნენ, თუმცა ამ კამპანიაში არა მხოლოდ ქართული ოცნების პარტ აქტივი მონაწილეობდა. 

საჯარო მოხელეებთან ერთად უხამს პოსტებს აქტიურად აზიარებდნენ პედაგოგებიც.  დღეს ყველა უარყოფს, რომ  დავალება პარტიის ხელმძღვანელობიდან მიიღეს. მას შემდეგ რაც სოციალურ ქსელში გაზიარებული შეურაცხმყოფელი ტექსტებით პირველების ჟურნალისტი დაინტერესდა, დამამცირებელი პოსტები სასწრაფო რეჟიმში წაიშალა.  

ამორალური კამპანიის ავტორები კი  გარბოდნენ და კამერას ემალებოდნენ. მათ დასაცავად კი ოზურგეთის საკრებულოსა და სკოლაში პარტ აქტივი მიაგზავნეს.

 

მსგავსი სიახლეები