არ ვისურვებდი ლევანის ადგილას ყოფნას, არარეალისტური დაპირებებმა ტყვეობაში არ მოაქციოს - ნიკა მელია

02.02.23 21:50
არ ვისურვებდი ლევანის ადგილას ყოფნას, არარეალისტური დაპირებებმა ტყვეობაში არ მოაქციოს - ნიკა მელია

"არ ვისურვებდი ლევანის ადგილას ყოფნას" - ნიკა მელიას პირველი რეაქცია არჩევნებში დამარცხების შემდეგ.

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ინგა გრიგოლიასთან აცხადებს, რომ ისი მოწინააღმდეგეების "კამპანია პოლიტიკური პრაგმატიზმისგან სრულიად დაცლილი, შიშველ ემოციებზე დაფუძნებული იყო".

როგორც მელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, არის საშიშროება, რომ გარკვეული ჯგუფები პოლიტიკურ ტყვეობაში აღმოჩნდნენ. 

ძალიან ვწუხვარ და მართლაც ხელს შევუწყობ ამ ადამიანებს, ვინაიდან პარტიის ინტერესი ძალიან ბევრმა ადამიანმა უნდა დაიცვას, იმ დაპირებებმა, რომლებიც გასცა ჯგუფმა, რომელიც ამ ეტაპზე უხელმძღვანელებს "ნაციონალურ მოძრაობას" ტყვეობაში არ მოაქციოს ეს ჯგუფი და სასოწარკვეთილები არ დგამდნენ რადიკალურ ნაბიჯებს, რომლებიც "ქართული ოცნების" წისქვილზე დაასხამს წყალს"- თქვა მან. 

მისი თქმით, ენმ-ს არჩევნების ხაზი იყო "ვინ შევა და ვინ გამოიყვანს მიხეილ სააკაშვილს", რაც ოპოზიციის ლიდერის შეფასებით, "რეალურად დაცლილი იყო პოლიტიკური პრაგმატიზმისგან". 

მე ნამდვილად არ ვისურვებდი ლევანის ადგილას ყოფნას, მართლა ვშიშობ, რომ არ აღმოჩდნენ მთელი რიგი არარეალისტური დაპირებების ტყვეობაში, მათ შორის, ერთ-ერთია, რომ შეიჭრება, რაღაცას შეამსხვრევენ და იქიდან გამოვლენ. წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ეს და ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვინაიდა, თუკი სადმე შევარდნაზე და შეჭრაზე შეიძლება ვინმემ ისაუბროს და გამოცდილება ჰქონდეს, ერთ-ერთი ვარ აქ. ეს გამოცდილება მიმიღია, საზოგადოებას გავუკიცხივარ თუ არ გავუკიცხივარ, ფაქტია, რომ ეს ჩემს ბიოგრაფიაში არსებობს. გაცილებით მარტივია ამ ყველაფრის გაკეთება, როდესაც საკუტარი თავისუფლების და ჯანმრთელობის რისკის ფასად დგამ ნაბიჯს, მაგრამ როდესაც სხვისი სიცოცხლის საფრთხეა, რომელიც ტყვეობაშია, ასეთი განცხადებების გაკეთება, რბილად რომ ვთქვათ, არაფერია, გარდა პოპულიზმისა"- აღნიშნა მელიამ. 

მისი შეფასებით, "მოხდა მიხეილ სააკაშვილის სახელის სახელის ინსტრუმენტაცია": 

 იმძლავრა ამომრჩეველთა ნაწილში საკითხების სწრაფად  გადაწყვეტის სურვილმა.  რაღაც ნაწილმა ალბათ დაიჯერა, რომ მთავარია პარტიის თავმჯდომარის სავარძელი აღარ ეკუთვნოდეს ნიკა მელიას და გადავიდეს სხვა პირების ხელში და მიზანი მიღწეული იქნება“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

მსგავსი სიახლეები