საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმე მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებას ან მისგან გათავისუფლებას ეხება.
სასამართლო სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ცნობილია, რომ დღევანდელ პროცესზე ადვოკატები იუსტიციის მინისტრის გამოკითხვის შუამდგამლობას დააყენებენ.