უკრაინას უნდა, საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად ნოტაციური ტონით ესაუბროს - ცაგარეიშვილი

03.02.23 12:27
უკრაინას უნდა, საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად ნოტაციური ტონით ესაუბროს - ცაგარეიშვილი

თეა წულუკიანის შემდეგ უკრაინულ მხარეს თავს "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებიც ესხმიან. პარლამენტის თავმჯდომარის მაოდგილე გიორგი ცაგარეიშვილი უკრაინის ხელისუფლებას საქართველოსთან მიმართებაში ტონს უწუნებს და ამბობს, რომ მათ აწყობთ ის "გაუკუღმართებული სურათი", რომელიც სააკაშვილთან მიმართებაში აქვთ. 

ვისურვებდი, რომ ჩვენი კოლეგები უკრაინიდან უფრო სიღრმისეულად გაეცნონ აქ შექმნილ ვითარებას სააკაშვილის სასჯელის მოხდის პირობებთან დაკავსირებულს, გაეცნონ უფრო სიღრმისეულად იმ ვითარებას, რაც ახლა არის აქ შექმნილი მის მკურნალობასთან დაკავშირებით და პირველწყაროებიდან მიიღონ ხოლმე ინფორმაცია და არა ის გაუკუღმართებული, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ საგარეო პიარზე გათვლილი ინფორმაცია, რომელიც შემდეგ გენერირდება ხოლმე და ამ ფორმით მოეწოდება. მათ უნდათ, მათ აწყობთ ასე სურათი და მუდმივად ჭკუის დამრიგებლური, ნოტაციური ტონით ესაუბრონ საქართველოს ხელისუფლებას, - თქვა ცაგარეიშვილმა. 

 

 

მსგავსი სიახლეები