სააკაშვილის სიცოცხლე და საქართველოს ევროპული პერსპექტივა რომ გადარჩეს, მნიშვნელოვანია ორმხრივი წნეხი - მინაშვილი
მიხეილ სააკაშვილი თანამებრძოლის, აკო მინაშვილის განცხადებით იმისთვის, რომ სააკაშვილის სიცოცხლე და საქართველოს ევროპული პერსპექტივა გადარჩეს, მნიშვნელოვანია ორმხრივი წნეხი როგორც დასავლეთიდან, ისე ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პარტიებისა და ჩვეულებრივი მოქალაქეების აქტიურობა.
პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ის დამოკიდებულება, რასაც ავლენს საქართველოს ხელისუფლება, იმ მზარდი წნეხის ფონზე, რომელიც ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის ცალსახაა ჩვენთვის და ჩვენი ევროპელი მეგობრებისათვის. საქართველო რომ გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი, რომ მიიღოს კანდიდატობის სტატუსი და შემდეგ მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი, ამისათვის მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა. ეს არ არის მხოლოდ პიროვნული სტატუსი, ეს არის ქვეყნის მომავლის და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საკითხი. ბოლო პერიოდში ეს კიდევ უფრო გამოიკვეთა. ეს ძალიან სამწუხაროა, ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლება არათუ მიჰყვება ევროპულ პერსპექტივას, არამედ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ ევროკავშირის კანდიდატობა არ ავიღოთ და მათი განცხადებებიც ამის დასტურია. ამიტომ, ჩვენ ამ ხელისუფლებისგან მოლოდინი არ გვაქვს. მით უფრო ბოლო განცხადებების შემდეგ, როდესაც იუსტიციის მინისტრი აკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც პირდაპირ არის ზეწოლა და მითითება სასამართლოზე თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. იმისათვის, რომ შედეგს მივაღწიოთ, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და საქართველოს ევროპული პერსპექტივა გადარჩეს, მნიშვნელოვანია ორმხრივი წნეხი. წნეხი საერთაშორისო საზოგადოებიდან, რომელიც მზარდია, სულ უფრო ინტენსიურია, იყენებს სხვადასხვა ბერკეტებს. მათ შორის, ბრალდებებზეა საუბარი და ბროუდერის მიერ მაგნიტსკის სიის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, შიდა წნეხი, ჩვენი მოქალაქეების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეების აქტიურობა არის ის გზა, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს იქამდე, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ". - ამბობს აკო მინაშვილი.
აკო მინაშვილი უკვე საქალაქო სასამართლოს დარბაზშია, სადაც რამდენიმე წუთში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყება.