ხორციელდება თვითდაზიანება გათავისუფლების მიზნით, ამაზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ აიღებს - კობახიძე სააკაშვილზე

03.02.23 11:37
ხორციელდება თვითდაზიანება გათავისუფლების მიზნით, ამაზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ აიღებს - კობახიძე სააკაშვილზე

"ოცნების" ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, სააკაშვილი გათავისუფლების მიზნით თვითდაზიანებას მიმართავს, რაზეც სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. 

"რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა იზრუნოს პატიმარზე, მის ჯანმრთელობაზე, მის სიცოცხლეზე, მაგრამ როდესაც ხორციელდება თვითდაზიანება გათავისუფლების მიზნით, ამას ბუნებრივია სახელმწიფო ვერ გაყვება და მითუმეტეს ამაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო ვერ აიღებს. ჯერ იყო შიმშილობა, ეს იყო გაცხადებული თვითდაზიანება, შემდეგ ვიღაცამ ურჩია მას ტაქტიკის შეცვლა და ნაცვლად გაცხადებული თვითდაზიანებისა, ის გადავიდა უკვე არაგაცხადებულ თვითდაზიანებაზე, დე ფაქტო შერჩევით კვებაზე.  განსაკუთრებით გამაოგნებელი არის ის, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს მისთვის შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, ეს კატასტროფაა და ბევრ რამეზე მეტყველებს", - ამბობს კობახიძე.

მსგავსი სიახლეები