სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, თავად „ვივა-მედის’’ ექიმებიც არღვევენ დუმილს - სოფო ჯაფარიძე
ენმ-ს წევრი სოფო ჯაფარიძე საქალაქო სასამართლოშია. ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის მძმე მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის შესაძლო ფატალურ შედეგებზე უკვე "ვივა მედის" ექიმებიც კი ალაპარაკდნენ.
ჩვენ ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩვენ ის ვიზუალურად ვნახეთ, შევაფასეთ და შეუიარაღებელი თვალითაც კი ნათელია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. თავად „ვივა-მედის’’ ექიმებიც არღვევენ დუმილს და ამბობენ, რომ თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება, აუცილებლად ფატალურად დასრულდება. ერთადერთი, რაც შეიძლება, რომ დღეს მოხდეს და, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს, არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სასამართლო პროცესები და მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. სხვა შემთხვევში ჩვენ მივალთ შეუქცევად პროცესებამდე და აუცილებლად, ეს ყველაფერი ძალიან დიდი უბედურებით დასრულდება. არა მხოლოდ ის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე ემსხვერპლება ამ ყველაფერს, ჩვენ სამუდამოდ დავკარგავთ ევროპულ პერსპექტივას და კიდევ ერთხელ დავამახინჯებთ საქართველოს ისტორიას",- ამბობს სოფო ჯაფარიძე.