ვიდრე უკრაინის ხელისუფლება რამეზე ისაუბრებს, ჯერ ცოდვები მოინანიოს - კობახიძე

03.02.23 11:54
ვიდრე უკრაინის ხელისუფლება რამეზე ისაუბრებს, ჯერ  ცოდვები მოინანიოს - კობახიძე

პარლამენტის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე უკრიანულ მხარეს ურჩევს, ვიდრე რაიმეზე სიაუბრებენ, ჯერ საკუთარი ცოდვები მოინანიონ. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

კობახიძის თქმით, უკრაინა წლების მანძილზე ინახავდა და ხელს აფარებდა კრიმინალებს და მათ შორის, მიხეილ სააკაშვილსაც. 

უკრაინის ხელისუფლება წლების მანძილზე ინახავდა კრიმინალ სააკაშვილს თავის ქვეყანაში და დღემდე ისინი ინახავენ ათამდე გამოჩენილ კრიმინალს, მათ შორის არიან წამებაში და მსგავსი ტიპის დანაშაულებში მხილებული პირები. ამ დამნაშავეებს დღემდე ინახავენ ისინი უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეფარდებული აქვთ საქართველოში სასჯელი შესაბამისი დანაშაულებისთვის, უფრო მეტიც, ამ კრიმინალების ნაწილი არის ძალიან  მაღალ თანამდებობაზე უკრაინის ხელისუფლებაში. და მათ გამოგვიგზავნეს ჩვენ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, რაც აღიარეს ნაცმოძრაობის ლიდერებმაც. [...] ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვიდრე რამეზე ისაუბრებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მანამდე საკუთარი წარსული ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და მერე გადავიდნენ სხვა რაღაცებზე, - თქვა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები