გამაოგნებელია, რომ სააკაშვილისთვის ოჯახის წევრებს დაბალი კალორაჟის საკვები შეაქვთ - კობახიძე

03.02.23 12:00
გამაოგნებელია, რომ სააკაშვილისთვის ოჯახის წევრებს დაბალი კალორაჟის საკვები შეაქვთ - კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ისევ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია. ირაკლი კობახიძის თქმით, გაცხადებული თვითდაზიანებიდან პატიმარი სააკაშვილი შეფარულ თვითდაზიანებაზე გადავიდა, რომლის მიზანიც საპატიმროდან გათვაისუფლებაა.

ამასთან, "ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ სააკაშვილის ოჯახის წევრებს მისთის განგებ დაბალი კალორაჟის საკვები შეაქვთ. 

ეს არის ტრივიალური ჭეშმარიტება. ამსი იქით ვერაფერს ვიტყვი. რა თქმა უნდა,  სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა იზრუნოს პატიმარზე, მის ჯანმრთელობაზე, მის სიცოცხლეზე, ეს ერთი, მაგრამ როდესაც ხორციელდება თვითდაზიანება გათავისუფლების მიზნით, ამას, ბუნებრივია, სახელმწიფო ვერ გაყვება და მითუმეტეს, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. ჯერ იყო შიმშილობა, ეს იყო გაცხადებული თვითდაზიანება, შემდეგ ვირაცამ ურჩია ამ ტაქტიკის შეცვლა  და ნაცვლად განცხადებული თვითდაზიანებისა, ის გადავიდა უკვე არაგაცხადებულ თვითდაზიანებაზე, დე ფაქტი შერჩევით კვებაზე. განსაკუთრებით გამაოგნებელია ის, რომ საკუთარ ოჯახის წევრებს მისთვის შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, - თქვა კობახიძემ

მსგავსი სიახლეები