ცალკეული მიმართულებით მეტი მუშაობაა საჭირო - ევროკავშირის ელჩი საქართველოში EU-ს დოკუმენტზე
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ხელისუფლებას ევრკოომისიის ანგარიშის გამოქვეყნებას ულოცავს, თუმცა იქვე აღნიშნას, რმ გაკრვეული მიმართულებებით მეტი მუშაობაა საჭირო.
ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც აღწერს თუ როგორია საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ასეთივე ანგარიშები გამოქვეყნდა უკრაინის და მოლდოვის შესახებ. ანგარიში მომზადდა საქართველოს ხელისუფლების მიერ შევსებული კითხვარის საფუძველზე, რომელიც ბრიუსელში გასული წლის ზაფხულში გაიგზავნა. მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ამ ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნებას. ანგარიშში აღწერილა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით საქართველოს მზდყოფნის ხარისხი 33 სხვადასხვა სექტორში. რასაკვირველია, ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა და რასაკვირველია, ევროკავშირი, ჩვენ მზად ვართ საქართველოს სახელმწიფო სამსახურსწინსვლაში დავეხმაროთ. თუმცა, ჩემი აზრით, ზოგადი შეფასება ძალიან დადებითია. დიდი მადლობა, - პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის ელჩი საქართველოში