დაბარებულ იქნას იუსტიციის მინისტრი - ხაჭაპურიძემ სასამართლოს სხდომაზე 2 შუამდგომლობა დააყენა
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. სხდომის დასაწყისში ორი შუამდგომლობა დააყენა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
პირველი შუამდგომლობა მოწმეების მოხსნას შეეხებოდა.
შემჭიდროვებულ დროში საქმის განხილვა რომ მოხდეს, ვხსნით შემდეგი მოწმეების დაკითხვას - მასიმო დიანჯელოს, ნინო ნადირაძეს, ზურაბ ჩხაიძეს, თამარ დავარაშვილს, ზურაბ ვანიშვილს, ირაკლი ოქრუაშვილს, ნინო ბურჯანაძეს, თეიმურაზ მახმეტოვი. შესაბამისად ყველა მოწმეს ვხსნით მალხაზ ურთმელიძის გარდა",- თქვა ხაჭაპურიძემ.
მოსამართლე გიორგი არევაძემ აღნიშნული შუამდგომლობა განხილვის გარეშე დაკმაყოფილა.
რაც შეეხება მეორე შუამდგომლობას, ის შეეხება იუსტიციის მინისტრის მოწვევის თაობაზე.
ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მინისტრი რატი ბრეგაძე ანგარიშს არ უწევს და პატივს არ სცემს სასამართლოს და მისი ბოლო 2 დღის განცხადებები, როდესაც მან თქვა რომ საააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია, მოსმენილი უნდა იყოს თუ რას ეყრდნობა.