უკრაინის ტონი მიუღებელია - გიორგი ხელაშვილი

03.02.23 12:32
უკრაინის ტონი მიუღებელია - გიორგი ხელაშვილი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე უკრაინის ხელისუფლებას ტონს უწუნებს და ურჩევს, ჯერ საკუთარი სისტემური პრობლემები მოაგვარონ.

გიორგი ხელაშვილი ასევე ამბობს, რომ სააკაშვილთან მიმართებაში ზოგიერთი ევროპარლამენტარის ისტერიული მესიჯები უსაფუძვლოა. 

ქვეყნიდან, რომელსაც ეს სისტემა აქვს სრულიად გაუმართავი და კორუფციაში იძირება, სრულიად მიუღებელი ტონი და მომართვაა. გაჟღერდა რამდენიმე ევროპარლამენტარის მხრიდან, რომლებიც წარმოადგენენ სააკაშვილის ლამის ოფიციალურ ლობისტებს, მათ მიერ ზოგიერთი ისტერიული მესიჯი, რომ აწამებენ, კვდება და ა.შ. უკვე გვესმის წელიწადნახევარია და არანაირი საფუძველი როგორც კარგად ვიცით, ამას არ აქვს და არც ექნება, - ამბობს ხელაშვილი.  

მსგავსი სიახლეები