წულუკიანი უწესო ადამიანია - სერგო ჩიხლაძე

03.02.23 12:41
წულუკიანი უწესო ადამიანია - სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს უწესოს უწოდებს. საქმე ეხება თეა წულუკიანის გუშინდელ განცხადებებს, რომელმაც უკრაინული მხარე კრიმინალების მფარველად გამოაცხადა. 

ჩიხლაძის თქმით, ვიცე პრემიერის მხრიდან მსგავსი განცხადებები პირდაპირი ზეწოლა და ტერორია ყველა იმ ადამიანზე, ვინც მიხეილ სააკაშვილთან არის შემხებლობაში. 

ქალბატონი წულუკიანი არის უწესო ადამიანი, არ შემეშინდება ამის თქმის, მეორე, ქალბატონი წულუკიანი არის ძალიან გავლენიანი მინისტრი, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული გადაწყვეტილების მიმღები პირი და შესაბამისად, ასეთი განცხადებები არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოზე, პირდაპირი ზეწოლა ექსპერტებზე, პირდაპირი ზეწოლა ყველა იმ ადამიანზე, ვინც შემხებლობაშია მიხეილ სააკაშვილთან. ასე რომ, ეს არი უწესობა ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ეს არის უკანონობა და ეს არის ტერორის კონკრეტულად პატიმარ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, - თქვა სერგო ჩიხლაძემ. 

მსგავსი სიახლეები