კობახიძის განცხადებებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ - გიორგი სააკაშვილი
მესამე პრეზიდენტის ძმა გიორგი სააკაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პატიმარი სააკაშილი თვითდაზიანებების რეჟიმშია, სერიოზულად ვერ აღიქვამს.
გიორგი სააკაშვილის თქმით, ქართველი ხალხი ამ სირცხვილს ვერასდროს ჩამოირეცხავს.
კობახიძის განცხადებას მე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვერ აღიქვამ, ვინაიდან აგრძელებენ ჩინოვნიკები ქილიკს, შეურაცხყმყოფელ განცხადებებს. ვერ ვხვდები სადამდე უნდა გაფრძელდეს მსგავსი განცხადებები, რადგან კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მიშა სააკაშვილი ჩამოვიდა აბსილუტურად ჯანმრთელი, „ვივა-მედის“ კლინიკაში შევიდა ჯანმრთელი, მოგეხსენებათ, მოგეხსენებათ ის ცნობილი კადრები, როდესაც ის თავის ამომრჩეველს მიესალმა და დღეს 68 კგ-მდეა ჩამოსული. ჩვენ ამ სირცხვილს ვერ ჩამოვირეცხავთ, ჩვენ ვართ ყველანი თანამონაწილეები, - თქვა გიორგი სააკაშვილმა.