ტელეეკრანებზე სააკაშვილთან მიმართებაში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა მიმდინარეობს - ნინო ნადირაძე
ტელეეკრანებზე სააკაშვილთან მიმართებაში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა მიმდინარეობს - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას კლინიკა ,,ვივა მედის" დირექტორმა განაცხადა.
ნინო ნადირაძის შეფასებით, ის ფაქტი, როცა ტელეეკრანებიდან მედიკოსები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე აკეთებენ აქცენტს, უარყოფითად მოქმედებს მსჯავრდებულ პაციენტზე.
სააკაშვილთან უამრავი მნახველი შედის, მაგრამ ვერ დამარწმუნებს ვერავინ, რომ რომელიმე მათგანმა მას უთხრა, ურჩია, რომ უკეთესად იკვებოს. პირიქით, სიხარულის ყიჟინა არის, როცა იკლებს წონაში.
სხვათა შორის, დღეს გამოხარდა, რომ 200 გრამით მოიმატა.
მე ასეთი ეთიკა მაქვს, რაც არ უნდა მძიმედ იყოს პაციენტი, ყოველთვის ვეუბნები, რომ უკეთესად გამოიყურება.
სააკაშვილი 24 საათის განმავლობაში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა მიმდინარეობს. გამაგებინეთ, როცა ექიმი გამოდის და ეუბნება, რომ დღეს არა და ხვალ მოკვდები, ეს რომელ სამედიცინო ეთიკაში წერია? - აღნიშნა ნადირაძემ