ჩვენც სააკაშვილთან ერთად ვიხდით სასჯელს - ნინო ნადირაძე

03.02.23 14:15
ჩვენც სააკაშვილთან ერთად ვიხდით სასჯელს - ნინო ნადირაძე

"ვივა-მედის" დირექტორი ამბობს, მედიკოსები ფაქტობრივად, სასჯელს მიხეილ სააკაშვილთან ერთად იხდიან. ამის შესახებ მან მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მედიკოსის თქმით, სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას ითხოვდა, თუმცა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ იქ მნახველები ვერ შევიდოდნენ, გადაიფიქრა. 

ჩვენც მასთან ერთად ვიხდით სასჯელს. რომ ავუხსენით, რომ იქ არის ასეთი წყობა. იქ ვერ შევა, ადვოკატი, დედა , მნახველი, როცა ეს ავუხსენით, გადაიფიქრა.

არარეანიმაციული პაციენტისთვის რეანიმაციაში ყოფნა ფსიქოლოგიურად დამანგრეველია. მე მის ფსიქიკას ძალიან ვუფრთხილდები. მისთვის წამყვანი დიაგნოზი არის სასჯელაღსრულების სისტემაში ყოფნა. ის ვერ ეგუება ამ გარემოს, არ შეუძლია.

მე მყოლია მსგავსი პაციენტი, - თქვა ნინო ნადირაძემ. 

მსგავსი სიახლეები