მისასალმებელია ევროკომისიის შეფასება საქართველოს გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის პოზიტიურ შეფასებას ჩვენი ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რაც 12 რეკომენდაციის შესრულებას უკავშირდება, დადებითად აფასებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს.
მისასალმებელია ეს პოზიტიური შეფასება, რომელიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო მომავალში ჩვენ მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას, რათა უმოკლეს ვადაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.