"იურისტობამდე თქვენ თეატრალური მოიარეთ მოსკოვებში" - ხმაური სააკაშვილის პროცესზე

03.02.23 15:23
"იურისტობამდე თქვენ თეატრალური მოიარეთ მოსკოვებში" - ხმაური სააკაშვილის პროცესზე

მესამე პრეზიდენტის პროცესზე ხმაურია. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს "ვივა-მედში" გარდაცვლილი პატიმრების სტატისტიკა წარუდგინეს, რასაც ნინო ნადირაძის უკმაყოფილება მოჰყვა.

კლინიკის დირექტორმა უარყო, რომ "ვივა-მედში" 51 მსჯავრდებული გარდაიცვალა და თქვა, რომ იქ, რეალურად, 19 პაციენტია გარდაცვლილი.

ნადირაძემ შალვა ხაჭაპურიძეს შეახსენა, რომ ის იმთავითვე იურისტი არ იყო და ჯერ მოსკოვში სამსახიობოზე სწავლობდა. 

თქვენ, გენაცვალე, თეატრალური მოაიარეთ მოსკოვებში, მერე ჩამოხვედით , 30 ლის ასაკში იურისობა გადაწყვიტეთ, მერე ისევ და მე, გენაცვალე, 23 წლიდან ექიმი ვარ, - თქვა ნადირაძემ. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები