ტანგო ნამდვილად არ არის ჩვენი ცეკვა, საქართველოს თავისი ფოლკლორი აქვს - თალაკვაძე კარასინის განცხადებაზე
ტანგო ნამდვილად არ არის ჩვენი ცეკვა, საქართველოს თავისი ფოლკლორი აქვს, - ასე პასუხობს არჩილ თალაკვაძე "ტანგოს ცეკვის" ანუ პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ რუსეთის განცხადებას.
ცალმხრივად, რუსეთს ჰქონდა აქამდე შეზღუდული და დაბლოკილი ფრენები და ისევ რუსეთმა გააკეთა ამაზე განცხადება, შესაბამისად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ეს პასუხი არის პასუხი რუსეთის ინიციატივაზე. აშშ-ის მთავრობამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველო არ არღვევს სანქციებს.
ტანგო ნამდვილად არ არის ჩვენი ცეკვა, საქართველოს აქვს თავისი ხალხური ფოლკლორი, თავისი სიმღერები და თავისი ცეკვა, რომელიც მთელ მსოფლიოს ძალიან მოსწონს, - თქვა თალაკვაძემ.