საქართველოს არანაირი პოლიტპატიმრები არ ჰყავს - არჩილ თალაკვაძე
საქართველოს არანაირი პოლიტპატიმრები არ ჰყავს - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, განაცხადა.
თალაკვაძის განმარტებით, საქართველოში არიან მხოლოდ ისეთი პატიმრები, რომლებმაც დანაშაული პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნისას ჩაიდინეს.
არანაირი პოლიტპატიმრები ევრორეკომენდაციებში ნახსენები არ არის. საქართველოს არანაირი პოლიტპატიმრები არ ჰყავს. საქართველოს ჰყავს მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარი ის ადამიანები, რომლებმაც პოლიტიკურ ხელიუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს მძიმე დანაშაული. ეს ხდება მხოლოდ კანონის უზენაესობის პრინციპის საფუძველზე - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დღეს ამტკიცებდა, რომ 12 პუნქტიდან ნაწილი ხელისუფლებამ უკვე შეასრულა, ის კი, რაც ვერ სრულდება, ოპოზიციის ბრალია.
კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრობლემა არ არსებობს და წლის ბოლომდე კანიდატის სტატუსი ჩვენი იქნება. პარტიის თავმჯდომარის რიტორიკას სახელისუფლებო გუნდში ერთი-ერთში იმეორებენ.