შეგვაშფოთებს თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება - აშშ-ს სახდეპი
შეგვაშფოთებს თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს.
უწყება არ გამორიცხავს, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა, სანქციების სამიზნე გახდნენ.
ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, აშშ-ც კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა, სანქციების სამიზნე გახდნენ, თუ ისინი მოემსახურებიან თითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს, - აცხადებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი.