რა ვიცი, თქვენ შეიძლება შეხვიდეთ და სააკაშვილი მოწამლოთ - ნადირაძე ვალერი გელბახიანს
პირობას და გარანტიას იძლევით, რომ სააკაშვილი არ დაიღუპება კლინიკაში? - ეს კითხვა დაუსვა სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა "ვივა მედის" დირექტორს.
ვიდრე აღნიშნულ შეკითხვას ნინო ნადირაძე უპასუხებდა, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთქმელიძემ უპასუხა, რომ ეს არის პროვოკაციული შეკითხვა და „გარანტიას მამა ღმერთი ვერ გაძლევს ვერაფერზე“.
ამის შემდეგ ადვოკატს, ნინო ნადირაძემ აღნიშნა, რომ ასეთ გარანტიას დედამიწის ზურგზე ვერავინ გასცემს.
„ვერ იძლევით გარანტიას. კი ბატონო!“, - აღნიშნა ვალერი გელბახიანმა, რაზეც ნადირაძემ რიტორიკული პასუხი გასცა:
„არ ვიცი, შეიძლება თქვენ შეხვდეთ და მოწამლოთ და მერე ჩემი გარანტია, საიდან იქნება?!“ , - აღნიშნა ნადირაძემ.