სანამ რუსეთის მხარეს მყოფი ხელისუფლება იქნება, კანდიდატის სტატუსზე ყოველთვის უარს გვეტყვიან - გიორგი ვაშაძე
,,სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, მიიჩნევს, რომ პრორუსული ხელსიუფლების პირობებში საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე უარს ყოველთვის ეტყვიან.
გიორგი ვაშაძე ერთადერთ გამოსავალს იმაში ხედავს, რომ ქართველმა ხალხმა დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ ევროპულ გზას ირჩევს.
ვის მხარეს არის კობახიძე, ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილი? ისინი არიან რუსეთის მხარეს და სანამ რუსეთის მხარეს მყოფი ხელისუფლება იქნება, ჩვენ კანდიდატის სტატუსზე ყოველთვის უარს გვეტყვიან.
12 პუნქტთან, ტექნიკურ საკთხებთან, მართლმსაჯულებასთან თუ სხვა საკითხებთან ერთად მთავარი მდგენელი არის სწორედ ეს საკითხი, რა გზას ირჩევს საქართველო.
ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ თუ ქართველი ხალხი ირჩევს გზას ევროპისკენ, დასავლური ცივილიზაციისკენ, უკრაინისკენ და ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ ხელისუფლება ევროკომისიიის რეკომენდაციებს წარმატებით ასრულებს და ევროპა კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს.