ივანიშვილის რეჟიმის მიერ წახალისებული დანაშაული - ,,ევროპული საქართველო" გარეჯის ინცინდენტზე

05.05.21 18:17
ივანიშვილის რეჟიმის მიერ წახალისებული დანაშაული  - ,,ევროპული საქართველო" გარეჯის ინცინდენტზე

გარეჯში მომხდარი ინციდენტი ივანიშვილის რეჟიმის მიერაა წახალისებული - ,,ევროპული საქართველო" კარტოგრაფ ივერი მელაშვილსა და ,,მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს აფასებს. 

გუშინ გარეჯის მონასტერთან ივერი მელაშვილსა და ,,მთავარის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ეს ივანიშვილის რეჟიმის მიერ წახალისებული და დაუსჯელი დანაშაულებების ბუნებრივი გაგრძელება და მათი ნაწილია. ეს ამბავი ისევე როგორც პარლამენტის მიერ აქტივისტების წინააღმდეგ გამკაცრებული კანონმდებლობა, ადასტურებს, რომ ხელისუფლება არ აპირებს იმ სულისკვეთების და მეთოდების შეცვლას, რითაც აქამდე მართავდა ამ ქვეყანას- ნათქვამია განცხადებაში.

პარტიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების ქმედებებზე ნათლად მეტყველებს არა მარტო გარეჯის ინციდენტი, არამედ,  რიონის ხეობის მცველთა აქციაზე აქტივისტების დაკავებაც.

ამავე კონტექსტის განუყოფელი ნაწილია ,,ქართული ოცნების" მორჩილი პოლიციისა და სასამართლოს მიერ ფირუზ წულუკიძის, რეზო წულუკიძისა და ირაკლი ჭელიძის დაკავება. ამ ადამიანებმა რიონის ხეობაში პროტესტის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ამას კი ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციის მოწყობა და მათი დაკავება მოჰყვა. ეს და მსგავსი საქმეები აშიშვლებს ხელისუფლების სურვილს, კვლავ ძალადობის, პოლიტიკური დევნის, სიცრუის  და სიძულვილის პროპაგანდის დახმარებით მართოს ქვეყანა -აღნიშნულია ,,ევროპული საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები