უშვებთ თუ არა, რომ სუიციდით დასრულდება სააკაშვილის სიცოცხლე? - გელბახიანი ნადირაძეს

03.02.23 16:38
უშვებთ თუ არა, რომ სუიციდით დასრულდება სააკაშვილის სიცოცხლე? - გელბახიანი ნადირაძეს

ნინო ნადირაძე ამბობს, რომ კლინიკა ყველა პრევენციულ ზომებს იღებს, რომ პაციენტმა მიხეილ სააკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დაასრულობს. ეს განცხადება "ვივა მედის" დირექტორმა ადვოკატ ვალერი გელბახიანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

გელბახიანი - უშვებთ თუ არა, რომ სუიციდით დასრულდება სააკაშვილის სიცოცხლე?

საავადმყოფოს ვეკითხებით, ხმარობენ ზომებს, რომ სუიციდი იყოს აცილებული?

რა თქმა უნდა. ზუსტად მაგ პრევენციულ ზომებშია ჩართული მთელი ჩვენი კლინიკა. თქვენ ერთხელ მაინც რომ მოხვიდეთ და თქვათ, ჩემო ბატონო მიშა, ერთი ლუკმით მეტი შეჭამეთ და მკურნალობაზე დაეთანხმეთ, ეს იქნებოდა თქვენი მხრიდან დახმარება“, - უპასუხა ვალერი გელბახიანს ნინო ნადირაძემ.

ნინო ნადირაძის დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე დასრულდა. 


 

მსგავსი სიახლეები