სამხარაულის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა სააკაშვილზე, კატეგორიულია - ეკა ჩავლეიშვილი

03.02.23 17:11
სამხარაულის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა სააკაშვილზე, კატეგორიულია - ეკა ჩავლეიშვილი

სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ეკა ჩავლეიშვილი ამბობს, რომ სამხარაულის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა კატეგორიულია.

ჩავლეიშვილი სასამართლოში დაკითხვის დროს ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაავადებები, მდგომარეობები არ შეესაბამება იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რაც გათავისუფლების საფუძველია.

სამხარაულის ექსპერტის თქმით, არსებული მონაცემები არ იძლევა მალაბსორბციის დიაგნოზის გამოტანის საფუძველს.

მსგავსი სიახლეები