ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასება ყოველთვის აბსოლუტური ჭეშმარიტება არაა - ირაკლი კობახიძე

03.02.23 17:22
ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასება ყოველთვის აბსოლუტური ჭეშმარიტება არაა - ირაკლი კობახიძე

მათი შეფასება ყოველთვის აბსოლუტური ჭეშმარიტება არაა - ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ვენეციის კომისიას კომპეტენციას უწუნებს.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტში უფრო მაღალი კვალიფიკაციის იურისტები არიან წარმოდგენილი, ვიდრე  ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოში.

ვენეციის კომისიას აქვს ერთი ფუნქცია - დამატებითი სამართლებრივი ექსპერტიზა, რომელიც ეგზავნება ქვეყანას. იქაც არიან ადამიანები, ექსპერტები, რომლებსაც აქვთ მეტი, ან ნაკლები კვალიფიკაცია. 

შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს პარლამენტში როგორც დეპუტატების ნაწილში, ასევე აპარატში არანაკლები და ხშირად მეტი კვალიფიკაცია აქვთ იურისტებს. 

ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასებაც ყოველთვის არ არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. 

ჩვენი აპარატი და ასე შემდეგ საკუთარი პასუხისმგებლობით ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ვენეციის კომისია ვერ და არ ჩაანაცვლებს საქართველოს პარლამენტს.

ვინ არიან საქართველოში ოლიგარქები, ყველამ ვიცით. მაგალითად, ვინც მთავარ ოპოზიციურ პარტიაში თავმჯდომარეებს ცვლის.  

როგორ შეასრულა ,,ქართულმა ოცნებამ" ევროპული პირობა დეოლიგარქიზაციის  შესახებ - ვენეციის
კომისია კანონპროექტზე მოსაზრებას დაახლოებით ერთ თვეში გამოაქვეყნებს.

ეს არის კანონი, რომლის მიღებასაც თან დიდი ვნებათაღელვა ახლდა, რადგან დღევანდელი მოცემულობით ,,ოცნება" აპირებს, ოლიგარქთა რეესტრში შეიყვანოს ყველა, ბიძინა ივანიშვილის გარდა.

 კანონპროექტის შემუშავებას თან ახლდა ოპოზიციის მწვავე შეფასებები და დიპლომატების კრიტიკა.  სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ გახდა ,,ოცნება" იძულებული, პროექტი ვენეციის კომისიისთვის გადაეგზავნა.

მსგავსი სიახლეები