ჩემი პირველი გადაწყვეტილებაა სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნა - ლევან ხაბეიშვილი

03.02.23 18:28
ჩემი პირველი გადაწყვეტილებაა სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნა  - ლევან ხაბეიშვილი

საქართველოს მთელი მასშტაბით შეიქმნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები, რომელსაც სათავეში ჩაუდგება გიორგი ჩალაძე - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ პარტიის ლიდერის რანგში მისი პირველი აქტივობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების საქმეს დაუკავშირა.

ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, პარტიის ფინანსები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბისთვის იქნება მიმართული, ,,ნაცმოძრაობა" მოაგვარებს ლოჯისტიკის საკითხებსაც.

პირველი გადაწყვეტილება, რასაც მივიღებ, იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნა, მათი უზრუნველყოფა ლოჯისტიკით, ინფრასტრუქტურით. მათ შორის, პარტიის ფინანსების მიმართვა მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების შტაბებისთვის.  

საზოგადოებამ იცის, რომ მიმდინარეობდა კონსულტაციები ამ მიზნით და ერთ კანდიდატთან, ეს იყო გიორგი ჩალაძე. მას ეყოლება გუნდი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ამ შტაბების ჩამოყალიბებასა და მუშაობის გამართვაზე. 

,,ნაციონალური მოძრაობა" კლი აიღებს პასუხისმგებლობას შტაბებისთვის ფინასების მიმართვასა და ლოჯისტიკაზე.

ეს შტაბი იქნება ზეპარტიული და მასში გაწევრიანება ყველას შეეძლება - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები