უკრაინის რადამ სააკაშვილის საზღვარგარეთ დაუყონებლივ გადაყვანის რეზოლუცია დაარეგისტრირა
უკრაინის უმაღლესმა რადამ დაარეგისტრირა რეზოლუციის პროექტი საქართველოსა და სხვა ქვეყნებისადმი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ დაუყოვნებლივ გადაყვანის მიმართვის შესახებ.
ინფორმაციას პარტია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი, ოლენა შულიაკი, ტრელეგრამ არხზე ავრცელებს.
8417-ე რეზოლუციის პროექტი საქართველოს, ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებისთვის უკრაინის რადას მიმართვის შესახებ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ სასწრაფო გადაყვანის აუცილებლობის შესახებ. დარეგისტრირდა პარლამენტში“- ნათქვამია განცხადებაში.
რადას რეზოლუციას ხელს 90 დეპუტატი აწერს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ამჟამინდელი მოქალაქე ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამიტომ ქართულმა მხარემ მას სათანადო სამედიცინო დახმარება უნდა გაუწიოს, ასევე შექმნას პირობები, რომ შემდგომი მკურნალობისთვის ევროპულ, ან ამერიკულ კლინიკაში გადაიყვანოს. “ - აღნიშნა შულიაკმა.