სააკაშვილი პროცესი დღეს ხმაურით წარიმართა - რა სკანდალური განცხადებები გააკეთა "ვივა-მედის" დირექტორმა

03.02.23 20:05
სააკაშვილი პროცესი დღეს ხმაურით წარიმართა - რა სკანდალური განცხადებები გააკეთა "ვივა-მედის" დირექტორმა

4 საათიანი ბრძოლა სასამართლო დარბაზში - "ვივა-მედის" დირექტორსა და სააკაშვილის ადვოკატებს შორის დაპირისპირება ისე გამწვავდა, რომ მოსმართლე ნინო ნადირაძეს სასამართლო დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ადვოკატებმა ნადირაძის კომპეტენციაში ეჭვი შეიტანეს.

მანამდე კლინიკის დირექტორს მოუწია იმის დადასტურება, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს.  ნადირაძე ირწმუნება, რომ პატიმარ პრეზიდენტს ყველა სამედიცინო სერვისი მიეწოდება, თუმცა გარანტიას ვერ იძლევა, რომ სააკაშვილი არ მოკვდება.  

"ვივა-მედის" დირექტორი დღეს მხოლოდ სამედიცინო საკითხებით გარდა არც პაციენტის პირადი ინფორმაციის გამჟღავნებას მოერიდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დეტალებს არც საქმესთან და არც პაციენტის მკურნალობასთან  კავშირი არ ჰქონდა. ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს კვების პრობლემა არა აქვს, უბრალოდ,  მას ცუდ საჭმელს აწვდიან.  ვრცლად ისაუბრა, ვის რა საკვები მიაქვს პალატაში და ვისი  გაკეთებული საცივი მოსწონს.

კიდევ ერთხელ ვითარება პროცესზე იმ დროს დაიძაბა,  როდესაც ადვოკატებმა "ვივა-მედში" გარდაცვლილი პატიმრების სტატისტიკა გაახმოვანეს.

უფრო ვრცლად მიხეილ სააკაშვილის პროცესის შესახებ ნახეთ რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები