"რუსეთთან ურთიერთობის დათბობის დრო არ არის" - აშშ საქართველოს სანქციების შესახებ აფრთხილებს

03.02.23 20:22
"რუსეთთან ურთიერთობის დათბობის დრო არ არის" - აშშ საქართველოს სანქციების შესახებ აფრთხილებს

სანქციები დაანონსებულია -  შეერთებული შტატები საქართველოს აფრთხილებს, რომ რუსეთ-საქართელოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენას ვაშინგტონის უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი პირდაპირ აცხადებს, რომ ფრენების აღდგენის შემთხვევაში შეზღუდვების დაწესება ქვეყნისთვის გარდაუვალი იქნება, რადგან ქვეყანაში შემოვა იმ რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავები, რომლებისთვისაც ცივილიზებულ სამყაროს ცა დაკეტილია და ამ ხომალდების მომსახურეობაზე ბევრი ქვეყანა უარს ამბობს. 

"დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსეთის სასტიკ რეჟიმს და ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის," - აფრთხილებს ვაშინგტონი "ქართულ ოცნებას".

ამერიკის ნეგატიურ დამოკიდებულებაზე რუსეთთასნ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გააკეთა შეერთებული შტატების ელჩმაც. 

მოსალოდნელი მძიმე შედეგების მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება კრემლის  ნებისმიერ წინადადებას თანახმდება. არგუმენტი კი ჩვენს თანამოქალაქეებზე ზრუნვაა, რომელთაც რუსეთში მოგზაურობა გაუმარტივდებათ.

ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები