ევროკავშირი წლის ბოლოს საქართველოსთან მიმართებაში დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს - კობახიძე

03.02.23 19:18
ევროკავშირი წლის ბოლოს საქართველოსთან მიმართებაში დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს - კობახიძე

ევროკომისიის 12 პუნქტიდან, რაც შესრულდა, ხელისუფლების დამსახურებაა, რაც ვერ შესრულდა, ოპოზიციის ბრალია - ,,ქართული ოცნება" საქართველოს შესახებ ახალ ანგარიშს ეხმიანება.

მათი რეკომენდაციები ჩვენი შეფასებისთვის ვერ გამოდგება  - მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, თვლის, რომ 12 პუნქტი არ განსაზღვრავს საქართველოს ევროპულ მომავალს, თუმცა დარწმუნებულია, რომ წლის ბოლოს ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე არ დავრჩებით. 

ევროკომისიის ანგარიშში 32 მიმართულებიდან 26 დადებითად არის შეფასებული. ევროკავშირის ელჩი კმაყოფილია დღეს გამოქვეყნებული ანგარიშით, თუმცა ხელისუფლებას ახსენებს, რომ სხვადასხვა  მიმართულებით ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს.

უფრო ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.

 

 

მსგავსი სიახლეები