ვენეციის კომისიას, ევროპის ყველაზე მაღალ სამართლებრივ ინსტიტუტს, ,,ოცნება"კომპეტენციას უწუნებს
,,ქართული ოცნება" ვენეციის კომისიის წინააღმდეგ. დეოლიგარქიზაციის სადავო კანონი შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის დიდი უთანხმოების მიზეზი გახდეს.
მმართველმა პარტიამ უკვე დაიწყო ნიადაგის შემზადება, რომ არასასურველი დასკვნის შემთხვევაში ვენეციის კომისიის დასკვნას არ გაითვალისწინებს.
საქართველოს პარლამენტი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ევროპის ყველაზე მაღალი სამართლებრივი ინსტიტუტი - აცხადებს პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ოლიგარქის დასაცავად მზად არის, ევროპის ყველაზე ტიტულოვანი იურისტების კომპეტენციაშიც კი ეჭვი შეიტანოს.
ირაკლი კობახიძე თვლის, რომ პარლამენტში უფრო გამოცდილი იურისტები არიან, ვიდრე ვენეციის კომისიაში.
ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.