ენმ-ში არჩევნები დასრულდა, თუმცა, დაპირისპირება გრძელდება
,,ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნები დასრულდა, დაპირისპირება კი გრძელდება. გამარჯვებული და დამარცხებული ფლანგები ისევ ურთიერთბრალდებების რეჟიმში არიან. უკვე ყოფილი თავმჯდომარე პარტიიდან წასვლას არ აპირებს, დარჩება რიგითად და ასე შეებრძოლება პარტიაში არაფორმალურ გავლენებს.
ნიკა მელიას სამიზნე დავით კეზერაშვილია, თუმცა არც ხაბეიშვილის შემთხვევაში დაუხევია უკან. წინამორბედი მოქმედს პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებს უწუნებს და მას პოპულიზმში ამხელს.
ლევან ხაბეიშვილისთვის კი ნიკა მელია უკვე პოლიტიკურ წარსულად იქცა. პარტიის ახალი თავმჯდომარე ამბობს, რომ არ აინტერესებს, ის რას იტყვის.
ყველა აღიარებს, რომ პარტია ორად არის გაყოფილი და დაპირისპირებულ ფლანგებს შორის ღირებულებითი ბრძოლა ამ დრომდე გრძელდება.
ვრცალდ იხილეთ სიუჟეტი.