დავით გარეჯის საკითხი მალე გადაწყდება - ირაკლი ღარიბაშვილი

05.05.21 18:46
დავით გარეჯის საკითხი მალე გადაწყდება -  ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვედრის დროს დავით გარეჯის თემაზე ესაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გარეჯის პრობლემის გადაწყვეტა უახლოეს პერიოდში მოხდება.

ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ ალიევთან, სხვა თემებთან ერთად განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხი, დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობასა და მეგობრობას შეეფერება. კომისიები დააჩქარებენ მუშაობას, მოგვიანებით უფრო კონკრეტულად გახდება ცნობილი - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.