დიდი ოპოზიციური ერთობის საკითხს 2024 წელს დავუბრუნდებით - ზურა ჯაფარიძე

03.02.23 19:56
დიდი ოპოზიციური ერთობის საკითხს 2024 წელს დავუბრუნდებით - ზურა ჯაფარიძე

დიდი ოპოზიციური ერთობა ვერ შედგა, მაგრამ ამ საკითხს 2014 წელს დავუბრუნდებით - ამის შესახებ ,,გირჩი მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ,,გირჩი ტვ "-ს ეთერში განაცხადა.

ზურა ჯაფარიძის განმარტებით, ,,გირჩი მეტი თავისუფლება" ,,დროა" და ,,სტრატეგია აღმაშენებელი" ერთმანეთთან კოორდინაციის რეჟიმში რჩებიან. 

შარშან, ივნისიდან მოყოლებული, ბევრ დროს ვუთმობდი იმას, რომ ოპოზიციურ ფლანგზე რაღაც დიდი ერთობა შექმნილიყო. საბოლოო ჯამში გამარჯვების ფორმულა მაინც მანდ მგონია, რომ აქეთ მხარეს მოხდეს დიდი კონსოლიდაცია, იმიტომ, რომ ასეთი ტიპის სისტემების დამარცხება სხვა შემთხვევაში ძაან რთულია, ამას, მათ შორის სხვა ქვეყნების ემპირიული გამოცდილებაც აჩვენებს.

მაგრამ მოცემულობა ეგეთია, რომ ამდენი თვის იმის შემდეგ, ეხლა მაგის მოცემულობა, რაღაც მაგის პირობები, რომ ეგეთი დიდი ერთობა შეიქმნას, ჯერჯერობით არ ჩანს. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მაგ საკითხს დავუბრუნდეთ მომავალ წელს და მანამდე, მეტი ძალისხმევა გავწიოთ იმისაკენ, რომ კონკრეტულად ,,გირჩი მეტი თავისუფლება" გაძლიერდეს - თქვა ჯაფარიძემ.

,,სტრატეგია აღმაშენებელი", ,,გირჩი-მეტი თავისუფლება" და ,,დროა" ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და დეოლიგარქიზაციის მიზნით კოორდინაციასა და ერთობლივ თანამშრომლობაზე გასული წლის ოქტომბერში შეთანხმდა.

 

მსგავსი სიახლეები