მოსამართლეთა ვაკანსიაზე კონკურსანტების რაოდენობა შემცირდა - რა საფრთხეებზე საუბრობს ნაზი ჯანეზაშვილი

04.02.23 11:34
მოსამართლეთა ვაკანსიაზე კონკურსანტების რაოდენობა შემცირდა - რა საფრთხეებზე საუბრობს ნაზი ჯანეზაშვილი

ქვეყანაში მოსამართლეობა აღარავის უნდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში რეკორდულად დაბალი კონკურენიცია დაფიქსირდა. მოსამართლის 76 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად  20-ზე ნაკლები კანდიდატი იბრძვის. ეს კი იმ პირობებში ხდება, როცა ქვეყანას ჯამში 300 მოსმაართლე და 100 ვაკანტური ადგილი აქვს. 

საგანგაშო სტატისტიკა "საქართველოს სასამართლოს გუშაგმა" გაასაჯაროვა. ნაზი ჯანეზაშვილი, ამბობს რომ ისედაც გადატვირთული სასამართლოსა და საქმეების გაჭიანურების ფონზე, მოსამართელობის ნაკლები მსურველი ქვეყანას მძიმე ტვირთად დააწვება და გადაუჭრელი პრობლემა გახდება.

"წლების პოლიტიკამ, ჩაკეტილობის პოლიტიკამ, რომელიც ჩვენ ვნახეთ სასამართლოში სისტემაში, გამოიწვია ის, რომ უფრო და უფრო შემცირდა მოსამართლეთა ვაკანსიაზე კონკურსანტების რაოდენობა. დღეისათვის მიმდინარეობს კონკურსი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების შესარჩევად და რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა კონკურსანტების რაოდენობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ, რომ წლების პოლიტიკა, რაც სასამართლო პროცესში ხორციელდებოდა იწვევს იმას, რომ სისტემაში შესვლის სურვილი აღარავის აქვს. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ უნდობლობა აფერხებს იმას, რომ სისტემაში შევიდნენ გარედან ახალი კადრები. და ვხედავთ, რომ ამის პარალელურად ჩვენ გვაქვს საქმეთა გაჭიანურების სერიოზული პრობლემა". - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

მსგავსი სიახლეები