სააკაშვილი გადამწყვეტი სასამართლო ფინალში გადის - მოსამართლემ გადაწყვეტილება, შეიძლება, ორშაბათს გამოაცხადოს

04.02.23 11:16
სააკაშვილი გადამწყვეტი სასამართლო ფინალში გადის - მოსამართლემ გადაწყვეტილება, შეიძლება, ორშაბათს გამოაცხადოს

დროის ათვლა დაწყებულია.  გადამწყვეტი სასამართლო პროცესი ფინალში გადის. ორშაბათს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით დაწყებული საქმის ბოლო განხილვა გაიმართება. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და პენიტენციური სამსახური დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ და ამის შემდეგ მოსამართლე სათათბიროდ გავა. თუმცა არ არის გამორიცხული, გიორგი არევაძემ გადაწყვეტილება იმავე დღესვე გამოაცხადოს. 

საქმეში დევს ყველა მტკიცებულება, დაწყებული ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ შემუშავებული სამედიცინო დასკვნით, დასრულებული კლინიკა "ვივა მედის" აღამასრულებელი დირექტორის ჩვენებით, რომელიც ამბობს, რომ საააკშვილს კახექსია აქვს, ეს უკანასკნელი კი სასჯელის  გადავადების საფუძველია.
 

მსგავსი სიახლეები