საკრებულოს ახალი დადგენილება - ექსპერტები მოქალაქეების საკუთრების უფლების დარღვევასა და რისკებზე ალაპარაკდნენ
საკრებულოს ახალი დადგენილება, რომელიც მოქალაქეების საკუთრების უფლებას არღვევს. „შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულთა“ ასოციაცია რისკებზე ალაპარაკდა.
როგორც ამბობენ, ახალი წესის მიხედვით, მოქალაქეები დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან, რადგან ახალი კანონი ასეთია. თუ, მაგალითად, ადრე კერძო კომპანია ძველ სტანდარტულ თბილისურ ეზოში ახალი ნაგებობის აშენებას გეგმავდა, მშენებელს მოსახლეობის სრული თანხმობა სჭირდებოდა. ახალი წესით კი, რამდენიმე მოსახლის ნებართვაც სრულიად საკმარისი იქნება, რაც, იურისტების შეფასებით, სხვების უფლებებს არღვევს. კანონში აღმოჩენილია სხვა ხარვეზებიც.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის შესახებ, თბილისის საკრებულომ მიიღო საკმაოდ მნიშვნელოვანი დადგენილება, რომელიც აშკარად ხელყოფს საკუთრების უფლებას. რადგან, როდესაც მესაკუთრეს აქვს სურვილი, რომ მისი მშენებლობა დასრულდეს და განხორციელდეს ისევ იგივე ფართზე, რომელზეც მას საკუთრების უფლება აქვს და გააჩნია, ასეთ შემთხვევაში, დეველოპერს აბსოლუტურად იგივე უფლებამოსილება აქვს არა იგივე ფართზე მოახდინოს ამ ადამიანის დაკმაყოფილება, არამედ სხვა მშენებარე ობიექტზე. ეს საკმაოდ დიდ კოლაფსს იწვევს ფინანსური თვალსაზრისითაც. ვინაიდან უსაფუძვლო გამდიდრებამდეც მივდივართ", - ამბობენ „შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულთა“ ასოციაციაში.