საზოგადოებრივ მაუწყებელთან ურთიერთობას ვწყვეტ - ელენე ხოშტარია
ვწყვეტ ურთიერთობას საზოგადოებრივ მაუწყებელთან - ელენე ხოშტარია საზოგადოებრივ მაუწყებელს კარტოგრაფების საქმეზე გაკეთებული ფილმის გამო უპირისპირდება. ,,დროას" დამფუძნებელს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფილმი პროპაგანდისტულია და რეალობას არ ასახავს.
კარტოგრაფებზე გაკეთებული პროპაგანდისტული, ადამიანების მოსპობაზე გამიზნული ფილმის მერე ყველანაირ ურთიერთობას ვწყვეტ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. არ მაქვს ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა, რომ ამით რამე დააკლდებათ, მაგრამ მე ღამე უფრო მშვიდად დამეძინება - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.