იშლება თუ არა დაანონსებული ოპოზიციური ერთობა? - რას ამბობს ზურაბ ჯაფარიძე
იშლება თუ არა დაანონსებული ოპოზიციური ერთობა? პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი თვლის, რომ დიდი ერთობა ჯერჯერობოთ ვერ შეიქმნება და ამის შანსი ამ წუთის მონაცემებით არ არსებობს.
ივნისიდან მოყოლებული დიდი დრო დავხარჯე იმისთვის, რომ ერთობა ყოფილიყო. ამ წუთის მონაცემებით არ არსებობს ამის შანსი. პარტიაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როდესაც ურთიერთობაზე ან სტრუქტურულ ერთობაზეა საუბარი ეს საკითხი გადაიწიოს მინიმუმ ერთ წლით. სხვა მხრივ, როდესაც საუბარია უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მაგალითად 24 თებერვლის აქცია, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, იქ ჩვეულებრივ ვთანამშრომლობთ იმ პარტიებთან და იმ ხალხთან, რომელთანაც ვთანამშრომლობდით. განსხვავება ბევრია, მათ შორის ღირებულებების ნაწილში. "ნაციონალური მოძრაობის" გეგმა რა არის არ ვიცი, კარგა ხანია არ მომისმენია ამ პარტიისგან რამე გეგმასთან მიმართებაში, თუნდაც ივანიშვილის ჩამოცილებასთან დაკავშირებით, ან იმასთან მიმართებით, ეს ქვეყანა საით უნდა წავიდეს. რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილის ფაქტორიც არის, მათ შორის კოორდინაცია სადაც გვაქვს, დიდი ჯგუფია, დაახლოებით 120 000 ადამიანი ვიყავით, ვინც 24 თებერვლის აქცია დაანონსა, იქ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ შეუთავსებლობა ვანო მერაბიშვილთან", - ამბობს ჯაფარიძე.