მე მაინტერესებს ენმ-ს უკან ვინ დგას, არის წითელი ხაზები და ასეთი ჩემთვის მერაბიშვილია - ბესელია

04.02.23 13:37
მე მაინტერესებს ენმ-ს უკან ვინ დგას, არის წითელი ხაზები და ასეთი ჩემთვის მერაბიშვილია - ბესელია

ეკა ბესელია ოპოზიციური ერთობის მომხრეა, თუმცა ამ ერთობაში კითხვის ნიშნები აქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით.

ბესელიას აინტერესებს თუ ვინ დგას ამ პარტიის უკან, რადგან მისი თქმით არსებობს წითელი ხაზები და ეს მისთვის ვანო მერაბიშვილია.

თემატური საკითხების ირგვლივ, ერთობის სირთულეს მე ვერ ვხედავ. მე ფიქრობ, კარგია, ამ გზით ვიაროთ, იმიტომ, რომ ვხედავთ როდესაც არის მწირი რესურსი ოპოზიციისთვის დარჩენილი, პოლიტიკურ ველზე და ბევრი სირთულე ახლავს ახლანდელ პოლიტიკურ რეალობას, აქ გაცილებით უფრო ეფექტური იქნება ძალთა გაერთიანება. როგორი უნდა იყოს ქვეყანა ხვალ, როგორი  უნდა იყოს ქვეყნის მოწყობა, როგორი სისტემა უნდა შექმნა იმისთვის, რომ დააზღვიო რისკები. ახლა "ნაციონალურ მოძრაობას" რთული მოცემულობა აქვს, კარგად უნდა დავინახოთ, სად მიდის ეს პარტია და ვის ხელშია, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან პირველი უნდა იყოს ნდობა. მე მაინტერესებს უკან ვინ დგას. არის ჩემთვის წითელი ხაზები და ასეთია ჩემთვის მერაბიშვილი მაგალითად - ამბობს ბესელია.

 

მსგავსი სიახლეები