ზურაბმა შეწყვიტა ფიქრი, "სტრატეგია აღმაშენებელს" არ შეუწყვიტავს - მანჯგალაძე ჯაფარიძეზე

04.02.23 13:27
ზურაბმა შეწყვიტა ფიქრი, "სტრატეგია აღმაშენებელს" არ შეუწყვიტავს - მანჯგალაძე ჯაფარიძეზე

პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ზურა გირჩ ჯფარიძემ ოპოზიციის ერთობაზე ფიქრი შეწყვიტა, "სტრატეგია აღმაშენებელს" კი არ შეუწყვიტავს.

მანჯგალაძე მედოვნებს, რომ ცენტრისა და პოლუსის შექმნას შეძლებენ, რომელიც ხელისუფლების რეალური ალტერნატივა იქნება.

ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა განცხადება, დროებით ამ საკითხს აღარ დავუბრუნდები, 2024 წლამდეო. ანუ, ზურაბმა შეწყვიტა ფიქრი და "სტრატეგია აღმაშენებელს" არ შეუწყვიტავს ფიქრი, რომ ამ სამეულის გარდა კიდევ გავმსხვილდეთ, ბევრი ადამიანი და ბევრი თანამებრძოლი იყოს ამ პროცესში. ზურა ასე ფიქრობს, მთელი რიგი მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ შევძლებთ ცენტრისა და პოლუსის შექმნას, რომელიც იქნება ხელისუფლების რეალური ალტერნატივა. ჩვენს გაერთიანებაში მოვისაზრებთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ძვირფასია ევროპული არჩევანი და, ვინც ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" არის ხელისუფლება, რომელიც დაუყოვნებლივ ექვემდებარება ჩამოშორებას. ეს ორი კრიტერიუმი მაქვს, თუ ასეთი ადამიანები მოვლენ ჩვენთან, მზად ვართ მათთან თანამშრომლობისთვის", - ამბობს მანჯგალაძე. 

მსგავსი სიახლეები