რუსული ბენზინით გამდიდრებული დეპუტატი - ენუქიძის საწვავით საჯარო უწყებები მარაგდებიან
"ქართული ოცნების" დეპუტატი, გოჩა ენუქიძე რუსული ბენზინით მდიდრდება. მის კომპანიას, “იბერკომპანი პეტროლიუმს" რუსეთიდან მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ნავთობი შემოჰქონდა 2013, 2017 და 2018 წლებში.
რუსეთიდან შემოტანილ ნავთობს კი სახელმწიფო უწყებები ტენდერის გარეშე ყიდულობდნენ. ფაქტები "აი ფაქტმა" შეისწავლა. ენუქიძის კომპანიამ რუსული საწვავი არჩევნების წინ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს მიჰყიდა.
კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ ენუქიძე თანამდებობას ბიზნეს საქმიანობისთვის ბოროტად იყენებს.
გოჩა ენუქიძე მის პოლიტიკურ თანამდებობა სიყენებს ბოროტად, ეს ადამიანი ბიუჯეტის ხარჯზე მდიდრდება, ეს არის კორუფცია", - ამბობს ბესო დონაძე.
2013-2021 წლებში შპს “იბერკომპანი პეტროლიუმს,” ჯამში, 3.3 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვა აქვს გაფორმებული. კომპანია საწვავით ვანის, მარტვილის, ლენტეხის, ცაგერის, ტყიბულის მერიებსა და მერიის ა(ა)იპ-ებს ამარაგებდა.
ცნობისთვის, გოჩა ენუქიძეს “ქართული ოცნებისთვის” და სალომე ზურაბიშვილისთვის 2016-2020 წლებში 220 ათასი ლარი აქვს შეწირული.